ეკლესია–მონასტრების როლი და მნიშვნელობა ქრისტიანული სამყაროსათვის.
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა)1–2 წინადადებით:
ამ პროექტით მოსწავლეები ისწავლიან რა მნიშვნელობა აქვს ტაძარში შესვლას და ლოცვას,ისწავლიან უფლის პატივისცემას, ამასთან ერთად თავიანთი თავის და უფროსების პატივისცემას.
3.პროექტის აქტუალობა:
ჩემი აზრით ეს თემა არის დღევანდელი ყოფიდან გამომდინარე. იგი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს ,რომ იყვნენ რელიგიისა და უფლის პატივისცემელნი, დაეხმარებათ ცხოვრებისეული პრობლემების დაძლევაში.
4.პროექტის მიზნები:
პროექტის მიზანია მოსწავლეები ჩაწვდნენ ეკლესიაში ჩატარებულ წირვა–ლოცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართველი ერისათვის. ჩვენს ტერიტორიაზე არის უამრავი წმინდა ადგილები, უნდა იცოდნენ რომ ეკლესიებში ინახება წმინდა ნაწილები, რომ საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა.
5.მონაწილეთა ასაკი:
11–14 წელი.
6.ვადები/ხანგრძლივობა:
ერთი თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები წავლენ ეკლესიებში, აიღებენ ინტერვიუს მამაოებისგან,მოიტანენ სურათებს.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
პროექტის წარმატებით წარმართვისათის აუცილებელია სწორედ გამოვიყენოთ არსებული რესურსები, ესენია: ეკლესიური სახელმძღვანელოები, აღებული ინტერვიუები, ფოტო აპარატები.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
პირველ რიგში უნდა მოხდეს ხმათა უმრავლესობით თემის შერჩევა, არჩეულ თემასთან დაკავშირებით გეგმის სწორედ ჩამოყალიბება,თითოეული ჯგუფისათვის ფუნქციების გადანაწილება. მოსწავლეთა სიმცირის გამო მეყოლება 2 ჯგუფი. პირველ ჯგუფს დაევალება ბიბლიოთეკაში წიგნების მოძიება და თემის ირგვლივ ინფორმაციის მოწოდება.მეორე ჯგუფს კი ეკლესიებში წასვლა,ინტერვიუს აღება და სურათების გადაღება.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
უცხ.დ.II.11. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან, უცხო და მშობლიური სოციოკულტურული გარემოს შედარება.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):
ნათელა აფციაური
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
natelaafciauri@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი
natelaafciauri.blogspot.com
No comments:
Post a Comment